არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია flydubai საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას აორმაგებს. ინფორმაციას კომპანია „ვოიაჟერი“ ავრცელებს, რომელიც საქართველოში შემდეგი ავიაკომპანიების წარმომადგენელია: flydubai, Gulf Air, flynas, Jazeera Airways, Salam Air, Wings of Lebanon.
„ვოიაჟერის“ ინფორმაციითვე, 19 თებერვლიდან დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება.
დუბაი-თბილისი 12:30 – 16:00 საათი;
თბილისი-დუბაი 17:00 – 20:20 საათი.