LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში მოგზაურობა უკვე ვიზის გარეშე შეგვიძლია

2255
Woman sunbathers sit along a beach in the Gulf emirate of Dubai on July 24, 2020, while behind is seen the Burj al-Arab hotel. - After a painful four-month tourism shutdown that ended earlier in the month, Dubai is billing itself as a safe destination with the resources to ward off coronavirus. The emirate, which had 16.7 million visitors last year, had opened its doors to tourists despite global travel restrictions and the onset of the scorching Gulf summer in the hopes the sector will reboot before high season begins in the last quarter of 2020. (Photo by Karim SAHIB / AFP) (Photo by KARIM SAHIB/AFP via Getty Images)

საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.

განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა ,,2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები