LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილი გაიყიდა

112
Screenshot 2025-04-17 151952

დუბაიში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილი შექმნეს და მისი ღირებულება 37,5 ათასი ევროა. ამის შესახებ საიტი The Spirits Business წერს.

კოქტეილი სამი განსხვავებული ტეკილასგან, ვენესუელური ანგოსტურასგან და ფრანგული ღვინისგან (1950 წლის Kina Lillet) შედგება. სასმლის სერვირებისთვის უნიკალური 1937 წლის ბროლის ჭიქები გამოიყენეს. საინტერესოა, რომ ჩვენს დრომდე მხოლოდ 2 ასეთი ჭიქაა შემორჩენილი.

კოქტეილი აუქციონზე გაიყიდა. ვაჭრობის გამარჯვებულის სახელი არ არის ცნობილი, თუმცა ფოტოს მიხედვით ის ქალბატონმა შეიძინა და მიირთვა კიდეც. კოქტეილთან ერთად მან საჩუქრად ტეკილა Patron-ის ბოთლიც მიიღო.

სასმლის დასამზადებლად ცნობილი კონიაკის ექსპერტი და კოქტეილების ჯადოქარი სალვატორე კალაბრეზე მიიწვიეს. 2012 წელს სწორედ მან დაამზადა კოქტეილი Salvatore’s Legacy, რომლის ფასიც 5,5 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები