LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუშეთში პენსიონერი დააყაჩაღეს

116

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთში მომხდარი პენსიონერის ყაჩაღობა გახსნა, დაკავებულია 1 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული დ.ჟ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხში, 1942 წელს დაბადებული ს.წ.-ს საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 9 000 ლარი გასტაცა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g