დუშეთში, წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.