LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლების ჩხუბს თბილისში სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა – არასრულწლოვანის მდგომარეობა კრიტიკულია

568
სისხლი

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – ახალგაზრდებს შორის სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი ძაღლების ჩხუბი გახდა. დაპირისპირება ჩიქობავას ქუჩაზე, ე.წ. ლონდონის ბაღში მოხდა.

ფიზიკური დაპირისპირების დროს ძაღლის ერთ-ერთი პატრონი, 17 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაიჭრა. ამჟამად მოზარდი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში იმყოფება.

ექიმების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის კომატოზურ მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდი 51-ე სკოლის მოსწავლეა.

შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. ის 1982 წელს დაბადებული პირია:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.რ-მ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორლულიანი სანადირო თოფიც.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

magti 5g