ძაღლი, რომელსაც თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება, მოკვდა. ინფორმაციას ამის ცხოველთა უფლებადამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.
„წავიდა ცისარტყელაზე ?“, – წერს მიშა კაჭკაჭიშვილი.
ინფორმაცია „ფორტუნას“ კლინიკა ვეტ-მედშიც დაუდასტურეს, სადაც ძაღლს ექიმები მკურნალობდნენ.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.