LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობის ხელშეწყობისათვის მიტროპოლიტი სტეფანე დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყენებული – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

124
BeFunky-collage (1)

ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარ მძიმე შემთხვევას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ეხმაურება. სასულიერო პირი პასუხისმგებლობას მომხდარზე მეუფე სტეფანეს აკისრებს და საეკლესიო კრების მოწვევას მოითხოვს.

“ძალადობის ხელშეწყობისათვის მიტროპოლიტი სტეფანე, როგორც პასუხისმგებელი შექმნილი უბედურების გამო, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყენებული ეპარქიის მმართველობიდან.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ საქართველოს საპატრიარქოს: ეკლესიაში წარმოქმნილი არნახული კრიზისის და არაკანონიკური მდგომარეობის გამო, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს დიდი საეკლესიო კრება, 1995 წლის უვარგისი, არაკანონიკური ნორმებით სავსე მართვა-გამგების დებულება შეცვლილ იქნეს 1917 წლის ავტოკეფალიის აღმდგენი მამების მიერ დამტკიცებული დებულებით და გადაიჭრას დაგროვილი პრობლემები, რადგან საპატრიარქოში მოკალათებული ბანდა ვეღარ მართავს ეკლესიას და უფსკრულში მიაქანებს ყოველდღიურად!”- წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ვიდეო: ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა – დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც

მარტვილის ეპარქიაში დაშავებულებიდან ერთ-ერთ თბილისში გადმოიყვანეს

მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g