LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელს, ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის, 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

109
sexualabuse

სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელს, 2019 წელს ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის, სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ამავე თავშესაფარში მოთავსებული ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა.

“სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სიღნაღის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული ვ.დ. დამნაშავედ ცნო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოპულარულები