ნიკოლ კიდმანი სან-ფრანცისკოში გამართულ ღონისძიებას „დიდი პატარა ღამე“ დაესწრო, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად გაიმართა. 50 წლის ვარსკვლავმა თავის უკანასკნელ როლზე ისაუბრა სერიალში „დიდი პატარა ტყუილები“, რომლისთვისაც მან პრემია „ემი“ მიიღო კატეგორიაში „ქალის საუკეთესო როლი მინი-სერიალში“. სერიალში ნიკოლის გმირი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.
„მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მსახიობებს აქვთ იმისი საშუალება, რომ მნიშვნელოვან თემებზე ხმამაღლა ისაუბრონ. პრობლემის გადაჭრაში ეს ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია. ჩვენ ვაშუქებთ ოჯახში ძალადობის თემებს. ეს დაავადება იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ის დაკავშირებულია სირცხვილთან და სურვილთან, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დაიმალოს“, – განაცხადა ნიკოლმა.
მიუხედავად გულისამაჩუყებელი სიტყვებისა, ბევრმა ნიკოლის გამოსვლა უადგილოდ მიიჩნია. ვარსკვლავს შავი ფერის გრძელი კაბა ეცვა, რომელსაც ნახევრად გამჭვირვალე ბიუსტჰალტერი ჰქონდა ჩადგმული, ისე, რომ კიდმანის მკერდის დანახვა დარბაზდიანაც მარტივად იყო შესაძლებელი.


