LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილში ფილტვების ანთებით, ჭარბობს „ღორის გრიპი“ – ივანე ჩხაიძე

188
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა.

როგორც მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის გავრცელებულ სახეობებს შორის ე.წ. „ღორის გრიპი“ ჭარბობს. ამასთან, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით ძალიან ბევრი ბავშვი მკურნალობს.

„საქართველოში გრიპის შემთხვევები 44-ე კვირიდან ფიქსირდება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვარი იქნება გამორჩეული, პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. ეს სტატისტიკა ექვემდებარება ანალიზს.

ბოლო 2 კვირაში, 49-ე კვირას, გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო, 50-ე კვირას, დეკემბერში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში, გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის. დომინანტურია ახლა ქვეყანაში გრიპი.

თუ წინა კვირებში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა „ბე“ ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე. ბოლო 2 კვირაში გრიპის მაჩვენებლები გაორმაგდა, ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებაც თამაშობს. გვაქვს მოლოდინი, რომ 51-ე კვირა უფრო აქტიური იქნება.

ჩვენს კლინიკაში, ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g