თურქეთში, ბართინის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს.
თურქეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
„ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს აფეთქების შესახებ. ამ მძიმე მომენტში, ჩვენ დაღუპულთა ახლობლების, დაშავებულებისა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილეთა გვერდით ვდგავართ. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის ხალხს და მთავრობას“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Deeply saddened by the news of the tragic coal mine accident in Türkiye’s Bartın Province. At this difficult time, our thoughts go out to families who lost loved ones, the injured & the rescue crews. Sincere condolences and sympathy to the people and Government of ??. @RTErdogan
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 15, 2022
ცნობისათვის, ბართინის მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.