LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი სისულელეა“ – კახა კალაძე ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაზე

110
კახა კალაძე

ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომლის თანახმად, სანქცირებულები ურეკავენ ევროკავშირს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით, თუ როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან გასვლა, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ეხმაურება.

კახა კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა:

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი სისულელეა“.

მისივე თქმით, როდესაც საქმე ქვეყანას ეხება, ვერანაირი სანქცია ვერ იმოქმედებს.

,რა სისულელეა. ჩვეულებრივი სისულელე. რა გიპასუხოთ, ჩვეულებრივი სისულელე.

სანქციებთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, შენს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესს და მის დაცვას, არანაირი სანქცია ვერ იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი სისულელეა“, – თქვა კახა კალაძემ.

💬„ქართული ოცნება დეტალურად მიყვება ავტორიტარული მმართველების სახელმძღვანელოს, შეიძლება რაიმე ინოვაციებით, მაგრამ სიგიჟეა…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ხუთშაბათი, 05 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g