LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან გაუჭირდება ექსპერტიზას დაადგინოს სიკვდილის მიზეზი” – ბრალდებულების ადვოკატი

244
BeFunky-collage (9)

ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს დღეს გახდება ცნობილი.

შაქარაშვილის ოჯახი და მათთან ერთად საზოგადოება უკვე 18 დღეა ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.

დასკვნას ელიან ბრალდებულების ადვოკატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა ნათელია და ექსპერტიზის პასუხები მათთვის წაყენებულ ბრალდებას ვერ დაამძიმებს.

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - სამხარაულის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი.

ბრალდებულების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იმასაც აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნას გაუჭირდება დაადგინოს სიკვდილის მიზეზი.

“იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობს გამოძიება, ფაქტობრივად ძალიან გაუჭირდება ექსპერტს დაადგინოს სიკვდილის მიზეზი. ვფიქრობ რომ ექსპერტიზის დასკვნა არანაირ გავლენას არ იქონიებს, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები შაქარაშვილის სიკვდილთან არანაირ კავშირში არ არიან,”-აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები