LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მოენატრა ჩემი ოჯახი, ბავშვები.. მინდა ოპოზიციას ვთხოვო, ახლა ისეთი დროა გაერთიანების, როგორიც არასდროს ყოფილა“ – გვარამიას მიმართვა პროცესზე

60
Untitled design (3)

დღეს სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგა, ამის შემდეგ კი პროცესზე სიტყვით მიმართა თავად ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ოჯახი ძალიან მოენატრა:

„ბოლო 25 წლის მანძილზე, ჯამში, 5 თვე არ ვყოფილვარ უმუშევარი, შესაბამისად, ეს გამასწორებელი სამუშაოები საინტერესოდ ჟღერს, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ არ გასწორდების…

ძალიან მოკლედ ვიტყვი… ძალიან მოენატრა ჩემი ოჯახი, ბავშვები, სოფოს ვხედავ, ხელიც არ მიხლია ბავშვებისთვის უკვე ხუთი თვეა და ეს ჩემი მთავარი განსაცდელია. ჩემი მეორე განსაცდელი, ეს არის ჩემი, ჩვენი არხი და სანამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს ვხედავ დარბაზში, მანამდე ბევრად უკეთ ვარ“, – განაცხადა გვარამიამ.

მან მედიების დაფინანსებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დაფინანსებაზე უარის თქმა იწვევს პოტენციურად არხების დახურვას და ესაა პასუხი პროდასავლური საზოგადოებისთვის, რომელიც დღეს სულს ღაფავს:

„იმ ვითარებაში, როცა ასე ხდება და პარალელურად ყველაზე დიდი, ვგულისმხობ რეიტინგით,
პროდასავლური ძალა სულს ღაფავს, ამ ვითარებაში ამ ძალის საგრანტო დაფინანსებაზე უარის თქმა, მე არ დავასახელებ ახლა ორგანიზაციებს, დასავლური მფლობელის მხრიდან, და “კავკასიისთვის”, რომელსაც უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება, უარის თქმა, პოტენციურად იწვევს დახურვას ამ არხების. ეს არის პასუხი პროდასავლური ქართული საზოგადოებისთვის, გვინდა ეს თუ არ გვინდა, ეს არის ასე. და სიმეტრიული პასუხი ამ ანტიდასავლური ძალებისთვის ის კი არ არის, რაღაცა აბდაუბდას რო გამოაქვეყნებენ და მერე ამის საპასუხო განცხადებები ვრცელდება, ეს არ არის სიმეტრიული პასუხი. სიმეტრიული პასუხი არის პროდასავლური ძალების გაძლიერება“, – განაცხადა პროცესზე გვარამიამ.

გვარამიამ ოპოზიციის საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის სისუსტეები შესამჩნევია და ეს ზედაპირზეა, მან ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებისკენ მოუწოდა:

„ოპოზიციის კრიტიკა თვითმიზანი გახდა. კრიტიკის მიზანია გარემოს გაუმჯობესება. ოპოზიციის კრიტიკა იცით როგორი გახდა? – უნდა „დაასტუკო“ და წახვიდე, ასეთი ფორმა მიიღო.

ჩემზე მწვავე კრიტიკოსი ოპოზიციას ძალიან ცოტა ჰყავდა, მაგრამ მეგობრებო, კონტექსტი ცვლის შინაარსსაც და სათქმელის დროსაც და ფორმასაც. საზოგადოებრივ ცხოვრებაში კონტექსტი ხშირად უფრო მეტია, ვიდრე შინაარსი, ეს ახლა ნამდვილად ასეა. მე იმასაც არ ვიტყვი, რომ ისეთი ოპოზიცია გვყავს როგორიც საზოგადოება, ამის თქმა მე არ მინდა. ჩვენი ოპოზიცია ბევრად უფრო კარგია, ვიდრე ომის წინანდელი უკრაინული პოლიტიკური სპექტრი. ოპოზიციის სისუსტეები ნამდვილად შესამჩნევია, ზედაპირზეა, მაგრამ ეს სისუსტეები ამგვარი დამოკიდებულებით კიდევ უფრო ღრმავდება და ზოგჯერ ეს დამოკიდებულება არის უსამართლო, ზოგჯერ სამართლიანი, მაგრამ უკონტექსტო.

მინდა ოპოზიციას ვთხოვო, ახლა ისეთი დროა გაერთიანების, როგორიც არასდროს არ ყოფილა. ეს კრიტიკაც ალბათ დასრულდება, ახალი ცდომილება გჭირდებათ, რომ გადაიტვირთოს თქვენი შიდა რესურსებიც და საზოგადოების დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ამას თქვენი შინაგანი ენერგია სჭირდება, იმისთვის , რომ ეს გადაიტვირთოს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთიანობა. შეიძლება ეს ერთადერთი გამოსავალიც იყოს და ეს თქვენი პასუხისმგებლობაცაა“, – აღნიშნა გვარამიამ.

გვარამია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს:

მხარდაჭერას ვუცხადებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც თავს ახვევენ ისეთ ლექტორს, რომელიც მათ არ უნდათ და ისინი არ იმსახურებენ და არც უნივერსიტეტი არ იმსახურებს ამას, მხარდაჭერა მათ“, – განაცხადა  გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g