LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან სასიამოვნო იყო ესეთი დაფასება!” – რა ჯილდო მიიღო ბიძინა კულუმბეგოვმა

350
BeFunky-collage (11)

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, რომელიც კოვიდ ინფექციაზე პერიოდულად აწვდის ხოლმე მოქალაქეებს ინფორმაციას, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დღეს მიღებული ჯილდოს ფოტო გამოაქვეყნა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა “ფორტუნას” განუცხადა, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ყველა დარგის სპეციალისტი დაჯილდოვდა.

“დღეს არის მეცნიერების საერთაშორისო დღე. დაჯილდოვება მოხდა მეცნიერებათა აკადემიაში. ყველა დარგის პროფესიის ადამიანის, რამდენიმე ექიმისაც, მათ შორის ჩემი, სულ ეს იყო”- გვითხრა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მანამდე კი მიღებულ ჯილდოს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

“გაგანია პანდემიაა, რა დროს ჯილდოებია, იფიქრებს კაცი ? თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი ღვაწლმოსილი აკადემიკოსებისგან ესეთი დაფასება! მადლობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას”- წერს კულუმბეგოვი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები