LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, ინდონეზია კატასტროფის პირასაა: წითელი ჯვარი

487
ინდონეზია

“ინდონეზია კატასტროფის პირასაა. ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ ინფიცირების შემთხვევების ზრდას, რომელიც ვირუსის უფრო მომაკვდინებელ ვარიანტს, “დელტა” შტამს უკავშირდება.” – წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციაში (IFRC) ინდონეზიაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარების, ტესტირებისა და ვაქცინაციის მასშტაბების ზრდა.

IFRC-ის ინფორმაციით, საავადმყოფოები გადატვირთულია და იწურება ჟანგბადისა და მედპერსონალის რესურსი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ “ინდური” შტამის მასობრივი გავრცელება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯანდაცვის სისტემას შლის.

“ჩვენ გლობალურად ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ინდონეზიის მსგავსმა ქვეყნებმა, ათიათასობით სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, ვაქცინის საჭირო დოზები დროულად მიიღოს. ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს რისკის ქვეშ მყოფ პირებს და მოზარდებს, რათა ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ.” – თქვა IFRC-ის ინდონეზიის ბიუროს ხელმძღვანელმა იან გელფანდმა.

ქველმოქმედება საკუთარი გადარჩენისთვის – 5 მიზეზი, რის გამოც მსოფლიომ ღარიბ მოსახლეობას ვაქცინა უნდა გაუზიაროს

ინდონეზიაში ეპიდვითარება ბოლო რამდენიმე კვირაა გაუარესდა. ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი კი გუშინ დაფიქსირდა – დღე-ღამეში ვირუსის თითქმის, 20 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 423 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდონეზიაში აღრიცხულია ინფიცირების 2 156 465 და გარდაცვალების 58 024 შემთხვევა.

ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანიაც ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, 270 მილიონი მოსახლიდან სრულად ვაქცინირებულია 5%-ზე ნაკლები.

ინდონეზიაში იმუნიზაციის პროცესი ჩინური “სინოვაკის” ვაქცინით მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g