სტეფანე მღებრიშვილი ნიუ-იორკში კონცერტს ჩაატარებს. მომღერალი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საზოგადოებას ბილეთების შეძენის წესებს უხსნის.
„ძვირფასო მეგობრებო, უკვე თან ძალიან ვღელავ და ძალიან მიხარია, რომ ახლოვდება კონცერტის დღე!
ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია და კიდევ დარჩენილია შეზღუდული რაოდენობა…
იქიდან გამომდინარე, რომ ზოგმა საიტმა გადაყიდვის მიზნით, ბევრად დიდი ფასი დაადო, ბევრმა პრეტენზია მომწერა…
გიზიარებთ პირდაპირ WebsterHall ის ლინკს, სადაც შეძლებთ შეიძინოთ ბილეთები,
ასევე გიტოვებთ ორგანიზატორის სალომე ლილუაშვილის ტელეფონის ნომერს: +1 (929) 585-9533, სადაც შეგიძლიათ გაარკვიოთ ნებისმიერი ინფორმაცია. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდებით”, – წერს სტეფანე.