LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს – თამარ ჩუგოშვილი

202
pank2

“ძალის გადამეტება არ ყოფილა. ფიზიკურად იქ ყოფნა ძალის გადამეტება არ არის. არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციელებზე თავდასხმა დაუშვებელია და ვერაფრით გამართლდება.

“არც ერთი არგუმენტით ეს გამართლებული არ შეიძლება იყოს. ამაზე ცხადი პოზიცია მაქვს და სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს.

რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიციელებზე თავდასხმა, განადგურება მათი ქონების, მათი ჯანმრთელობის დაზიანება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამას არც ერთი არგუმენტით არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

პანკისში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას უკვე ერთი წელია აპროტესტებს.  21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს პოლიცია და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, დაზიანებულია პოლიციის ტექნიკაც. დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები.

ადგილზე ჩასულმა შს მინისტრმა ადგილობრივებთან მოლაპარაკების შემდეგ თქვა, რომ ჰესი მანამ არ აშენდება, სანამ ამის მომხრე მოსახლეობის 90% არ იქნება. პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g