ძარცვა თბილისში – გლდანის მე-6 მიკრორაიონში სამი ნიღბიანი პირი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.
არსებული ინფორმაციით, მათ ქალი შეკრეს, სახლიდან კი სხვადასხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ. ძარცვის შემდეგ დაზარალებული მეზობელმა იპოვა, რის შემდეგაც საპტრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, უკვე გამოიკითხნენ მეზობლები და დაზარალებულიც.