LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წლები გველის – გიორგი ქადაგიძე

86
5c53301d34a80

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ფიქრობს, რომ ძირეული ცვლილებების გარეშე, არსებული მაკორო-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, საკმაოდ რთული წლები გველის. აღნიშნულ საკითხზე ის ვრცლად სოციალურ ქსელში წერს.

„წინასწარ ბოდიში ფბ მეგობრებს და მაინც გვახსოვდეს, რომ მწვავე პოლიტიკურ კრიზისთან ერთად:

  • 2020 წელი დავხურეთ ეკონომიკის 6%-იანი ვარდნით;

  • 2021 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობა დამატებით შემცირდა 16%-ით;

  • 2020 საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ 146 ათასს მიაღწია;

  • 2020 წელს 25,000-ით შემცირდა სამუშაო ძალა და 80,000 -ით დასაქმებულთა რაოდენობა, უმუშევრთა რაოდენობა 310 ათასამდე გაიზარდა. დამატებით 50,000 ადამიანი დარეგისტრდა ქვეყნიდან გასაქცევად;

  • მთავრობის (ჩვენი საბოლოო ჯამში) ვალი და კურსი ისტორიულ მაქსიმუმზეა;

  • 92 ქვეყანაში, 205 მილიონი ვაქცინა გაკეთდა (ჩვენთან ნული), მხოლოდ აშშ-ში დღეში 1,4 მილიონ ვაქცინაზე ავიდნენ და დიდი ალბათობით ზაფხულამდე კოვიდს დაამარცხებენ;

ამ დროს, ერთპარტიული პარლამენტი „ამტკიცებს“ მთავრობას, რომლის იმედი ქართული ოცნების მხარდამჭერების დიდ ნაწილსაც კი არ აქვს. ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული“, – ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g