კალიფორნიის შტატში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე 2 ათასი ადამიანია ევაკუირებული, თუმცა სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება მინიმუმ 50 ათასამდე ადამიანმა მიიღო.
ხანძრის ჩაქრობას 500 მეხანძრე ვერტმფრენებისა და საჰაერო წყლის ტანკერების დახმარებით ცდილობს, თუმცა სტიქიის გაძლიერებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.
ცეცხლი 40 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება ნახევარ მილიონ ადამიანს შეუწყდა.
შეგახსენებთ, კალიფორნიაში ხანძარს შარშან 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.