LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქვეყანა მხოლოდ ძლიერი რეგიონებით შენდება – მაია ცქიტიშვილი

94
1550683640-thumbnail-1-1024x683

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ დეპუტატს, რომელსაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის და რეგიონების განვითარებისთვის და რომელმაც დღევანდელი ფორმატი გამოიყენა საქმიანი დისკუსიისთვის და სასარგებლო რჩევებისთვის, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათზე“ გამოსვლის შეჯამებისას.

„დღეს ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, იყო ჯანსაღი კრიტიკა და საფუძველს მოკლებული კამათიც. მთავარია, რომ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია და ის დასკვნებს თავად გამოიტანს“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა პროექტი, მცირე თუ დიდი, კეთდება ხალხისთვის, მიმართულია რეგიონში ახალი შესაძლებლობების გაჩენისა და მთლიანად, ქვეყნის განვითარებისთვის.

„კარგად ვიცით, რომ ძლიერი ქვეყანა მხოლოდ ძლიერი რეგიონებით შენდება. ამისთვის აუცილებელია ყველა იმ მიმართულების ეფექტიანი მართვა, რომელსაც სამინისტრო, ჩვენი გუნდი ემსახურება. ეს არის ძლიერი თვითმმართველობა, რეგიონების და მთის განვითარება, მცირე თუ მასშტაბური, მუნიციპალური თუ ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები. ხშირად უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ არ დავიშურებთ შრომას, ძალისხმევას და ბოლომდე მივიყვანთ ყველა იმ პროექტს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

გამოსვლის დასასრულს, მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს გუნდს, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა კონტრაქტორ კომპანიას, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ასობით პროექტს ახორციელებენ.

მაია ცქიტიშვილი პირველი მინისტრია, რომელიც პარლამენტში მოხსენებით „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვიდა.

ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას და დებატებს გულისხმობს.

„მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრობის ყველა წევრს მოუსმენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g