LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – საქართველო საერთაშორისო ტურიზმიდან 4.4 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს

126
ლევანი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ ასპექტებზე, ქვეყანაში არსებულ ზოგად ეკონომიკურ სურათზე, ტენდენციებსა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ანგარიში წარადგინა.

როგორც ლევან დავითაშვილმა გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, 2023 წელს გრძელდება ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა და იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ს შეადგენს.

მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორის ხელშეწყობა და გაძლიერება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების კონცეფცია დაამუშავა და მიმდინარე წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრმა ქალაქ ზუგდიდში. 2023-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით, საკონსულტაციო ცენტრები თბილისსა და 10 რეგიონში გაიხსნება.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ტურიზმიდან  შემოსავლების რეკორდულ ზრდასა და პანდემიის შემდეგ ტურიზმის აღდგენის დინამიკასაც. 2023 წლის ორ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს. ამასთან, მინისტრის შეფასებით, უდიდესი აღიარებაა ის ფაქტი, რომ 2024 წელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ევროპული ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერით, საქართველო ტურიზმის მსოფლიო დღეს უმასპინძლებს. 2024 წელსვე სვანეთში ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და თელავის აეროპორტში 50 000 მგზავრზე გათვლილი ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე.

ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარებს დეტალურად გააცნო ენერგეტიკის სექტორში არსებული პროგრესი და პოზიტიურ ტენდენციები. 2023 წლის 9 თვეში საქართველოში ენერგოგენერაციის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ რეკორდულ მაჩვენებელს და ისტორიულ მაქსიმუმს – 11.1 მლრდ. კვტ/სთ-ს მიაღწია. ასევე, რეკორდულია ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელიც – 1.5 მლრდ  კვტ/სთ. აქვე დადებითად შეაფასა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის ფარგლებში 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის პირველი აუქციონი ჩატარდა – შედეგად 15 ჰიდროელექტროსადგურის,  2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელდება. მან, ასევე ისაუბრა რეგიონებში გაზიფიცირების  მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე, რომლის დასრულების შემდგომ, ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93%-სთვის.

ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებად რკინიგზა დაასახელა. მისი თქმით, 2024 წელს რკინიგზის მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის დასრულებით საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები