უკრაინის დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. ძლიერი წვიმის შედეგად წყალმა სოლომენსკის სასამართლოს შენობა დატბორა.
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოცვივდა ბილბორდები და დაზიანდა ხეები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და მიწისქვეშა გადასასვლელები.
წყალი მეტროს შესასვლელებშიც ჩავიდა და შეზღუდა გადაადგილება.
სტიქიამ თელიგას ქუჩასთან არსებული ხიდი დააზიანა.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ატარებენ.
სოციალურ ქსელებში ძლიერი წვიმის ამსახველი კადრები ვრცელდება
საგანგებო სიტუაციების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.