LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ყინვები Tesla-ს მეპატრონეებისთვის დიდ პრობლემად გადაიქცა

124
tesla

აშშ-ში დამდგარმა ყინვებმა Tesla-ს ელექტრომობილებს დიდი პრობლემები შეუქმნა. ანომალიურად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა ბოლო დღეებში ილინოისის შტატში, მაგალითად -20 გრადუსი რამაც ელექტრონული ძრავის გაჩერება გამოიწვია. შესაბამისად, Supercharger-ის დასამუხტ სადგურებზე ავტომობილების რიგებს ვერ აუდიოდნენ.

ავტომფლობელებმა ჟურნალისტებს გაფუჭებული ტერმინალების, გაყინული სადენების და წყობიდან გამოსული დასამუხტი სადგურების შესახებ ამცნეს. მთლიანობაში რეგიონში Tesla Supercharger-ის 13 სადგურია და მათი ნახევარი მაინც ყინვის გამო ვეღარ მუშაობდა.

პრობლემები შეექმნათ ელექტრომობილების ელემენტებსაც, ქიმიური ნაერთი რომელსაც „ტესლა“ იყენებს დაბალი ტემპერატურის დროს ნელა იმუხტება. ამასთან, იზრდება ენერგიის ხარჯიც, ელემენტი უფრო სწრაფად ჯდება და სვლის მარაგიც საგრძნობლად იკლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები