LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla თავისი Cybertruck-ის სტილში სპორტულ ჩაქუჩს გამოუშვებს

113
tesla

Tesla-მ ფიტნესის მოყვარულებისთვის Cyberhammer გამოუშვა. აშშ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროში იპოვეს განცხადება პროდუქტის შესახებ, რომელსაც Cyberhammer ეწოდება და მისი ავტორი ილონ მასკის კომპანიაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნივთი წარმოადგენს „სპორტულ მოწყობილობას, უფრო ზუსტად კი სპორტულ ჩაქუჩს.“ თუ როდის იხილავს ეს უჩვეულო აქსესუარი დღის შუქს და ზუსტად როგორი ვიზუალი ექნება ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სახელწოდებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ეს პიკაპის სტილში შესრულებული მორიგი აქსესუარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ Cybertruck-ის სხვა მერჩებს შორისაა – ლუდი GigaBier , “კიბერ კოვზი“ ნაყინისთვის, რომელიც McDonalds-თან თანამშრომლობით შეიქმნა, ასევე სასტვენი Cyberwhistle. შესაძლოა ჩაქუჩი უახლოეს მომავალში გამოვიდეს, რამეთუ Cybertruck-ის პოპულარობა პიკშია და ელექტრო პიკაპის მიწოდება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები