LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა სამგზავრო ლაინერი ინგლისიდან ესპანეთში გადაისროლა

80
air

თვითმფრინავმა დაჯდომა ძლიერი ქარის გამო ვერ შეძლო. შემთხვევა ავიაკომპანია British airways-ის ბორტზე მოხდა. რეისი ლონდონიდან გიბრალტარის მიმართულებით სრულდებოდა, როდესაც ძლიერი ქარი ამოვარდა და პილოტს დანიშნულების ადგილის შეცვლა მოუხდა.

საბოლოოდ, ხომალდი ესპანეთისკენ გაემართა და მალაგაში დაჯდა. თვითმხილველებმა გადაიღეს, თუ როგორ ცდილობდა პილოტი ხომალდის დასმას ექსტრემალურ ქარში. ვიდეო გიბრალტარშია გადაღებული და ქარი ლაინერს სულ აქეთ-იქით აქანავებს. დაძაბული ბრძოლა რამდენიმე წუთი გრძელდება და საბოლოოდ კაპიტანი მიმართულების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს.

საბედნიეროდ, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g