LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა ზუგდიდსა და ტყიბულში პრობლემები შექმნა – კადრები ადგილიდან

183
ძლიერი ქარი

ძლი­ერ­მა ქარ­მა ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად წა­იქ­ცა ხე­ე­ბი, და­ზი­ან­და ელექტრო გა­დამ­ცე­მი ბო­ძე­ბი, რამ­დე­ნი­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულს შე­უ­წყდა ელექტრო ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბა, ქა­ლაქ­ში აბო­ნენ­ტებს შე­უ­წყდათ წყალ­მო­მა­რა­გე­ბა.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ე­რი ქა­რის გამო, ქა­ლაქ­სა და სოფ­ლებ­ში მოგ­ლე­ჯი­ლია ათე­უ­ლო­ბით მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე, რა­მაც გზე­ბის ჩა­ხერგვა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გზის გაწ­მენ­და უმოკ­ლეს დრო­ში მოხ­და.

ძლი­ერ­მა ქარ­მა ასე­ვე და­ა­ზი­ა­ნა ელექტრო­გა­დამ­ცე­მი კა­ბე­ლე­ბი, რის გა­მოც და­სახ­ლე­ბე­ბის ნა­წილს ელექტრი ენერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა, მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ზუგ­დი­დის მე­რის რო­მე­ლიც ად­გილ­ზე ეც­ნო­ბა არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აცხა­დებს რომ სა­ხუ­რა­ვი და­უ­ზი­ან­და ხუთ კერ­ძო და 2 სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ზა­რალს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შე­ის­წავ­ლის.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე 23 საცხოვრებელ სახლს, მათ შორის 15 მრავალბინიან საცხორვებელ კორპუსს სახურავები გადახადა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, სტიქიის ადგილზე პირადად იმყოფებოდა და შესაბამის სამსახურთან ერთად გაეცნო არსებულ ვითარებას.

„მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. მიმდინარეობს ლოკალური სამუშაოები დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, პარალელურად, დაუყოვნებლივ დაიწყება სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g