დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ებნისი, სადაც სეტყვამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა. აღნიშნულ ინფორმაციას ”რუსთავი 2” ავრცელებს
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჯარიაშვილი. მისი განცხადებით, ზარალი ჯერჯერობით არ დაუთვლიათ. მისივე ინფორმაციით, ზარალის დათვლას ხვალიდან დაიწყებენ.