უამინდობამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. წვიმას თან ქარიშხალი და სეტყვა ერთოდა, რამაც სავარგულების ნაწილი გაანადგურა. სტიქია რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.
ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს, ასევე, პანკისის ხეობაში პოლიციის შენობას სახურავი გადახადა. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.
ძლიერმა ქარმა ასევე მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და პანკისი-ახმეტა-თელავის მიმართულებით მოძრაობა შეაფერხა.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური