LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა წვიმამ მაღალმთიან რეგიონებში პრობლემები შექმნა – გზის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

143
1

ძლიერმა წვიმებმა, უმეტესად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, პრობლემები შექმნა და გზების გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილებაზე შეფერხება გამოიწვია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:

?  ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;

 

 

?  ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;

 

 

?  ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა;

 

 

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ამუშავებენ გეგმას, როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.

magti 5g