LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმები კაკულიები კვარაცხელიას საქმეზე ბოლო კომენტარს აკეთებენ – რაზე საუბრობენ სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები

679
კაკულიები და კვარაცხელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების სასამართლო სხდომა გაიმართა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიცია იარაღის ჩადებაში დაადანაშაულა.

“პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, ეს ცნობილი პრაქტიკაა საქართველოში. ჩემმა ძმამაც დაინახა ეს ყველაფერი. ბინის ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ბინის მესაკუთრეც, რომელსაც გავუმახვილეთ ყურადღება, რომ „იარაღები ჩაგვიდეს”, თავადაც ხედავდა ყველაფერს”, – აღნიშნა დავით კაკულიამ სასამართლო სხდომაზე.

რა საქმეებს შეიძლება უკავშირდებოდეს ძმები კაკულიების დაკავება – გახმაურებული ამბის ახალი დეტალები

სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დათა კაკულიას ადვოკატმა გიორგი ანთაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

უკავშირდება თუ არა ძმები კაკულიების დაკავება ნიკო კვარაცხელიას საქმეს და არაყიშვილზე მომხდარ გარჩევას – რაც აცხადებს დაჭრილის დედა და ძმების ადვოკატი

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დაიკითხება ბინის მეპატრონე, რომლის თვალწინაც ჩხრეკა ჩატარდა და მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურდება, რომ ძმებ კაკულიებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ შეძენილი.

„სასამართლომ დასაშვებად ცნო როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაცვის მხარე ითხოვდა გარკვეული მტკიცებულებების ამორიცხვას, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეული იქნება საქმის არსებითი განხილვის დროს და დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე აღნიშნულ მტკიცებულებებს არ გაიზიარებს.

ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული, რასაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ პროცესზე. პროკურატურას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს გარდა ერთი მოწმისა, რომელსაც ჩაფხუტში შეეძლო ერთ-ერთი ბრალდებულის ამოცნობა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მათ მიერ ბრალად შერაცხულ ქმედებას“, – აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან ძმები კაკულიების შემხებლობას, ადვოკატის განმარტებით, როგორც კაკულიების ოჯახის, ასევე თავად ბრალდებულების პოზიციაა, რომ „აბსურდზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებენ“.

დააკავეს ნიკოს მკვლელობაში დამკვეთად დასახელებული ძმები – მოუწევთ დაჩოქება უფლის წინაშე: ნიკო კვარაცხელიას დედა

„კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით როგორც კაკულიების ოჯახის, ასევე თავად ბრალდებულების პოზიციაა, რომ ამ საკითხზე ბოლოჯერ იქნება კომენტარი. ისინი აბსურდზე აღარ აპირებენ კომენტარის გაკეთებას. რა შეკითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, ყველას პირნათლად უპასუხეს. მკვლელობის დროს არ იმყოფებოდნენ საქართველოში, რაც თავად ბრალდებულების განმარტებით მტკიცდება“, – აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები