LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

collage

რუსთავში, 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდებული ამ დრომდე რუსთავის ფსიქიკური მედიცინის ცენტრში რჩება. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

ვალერი ირემაძეს დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.  ადვოკატი ირემაძისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.სასამართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში რჩება.

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის მისი ბიძა ორი დღის წინ დააკავეს დააკავეს.მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g