LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შოკში იყო, ამის გამო საუბრის სურვილი არ ჰქონდა“ – ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

188
მკვლელობა რუსთავში

რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის გიორგი ფირაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს. 

როგორც უფლებადამცველმა „ინტერპრესნიუსსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფირაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ გამოჰკითხეს, თუმცა, მან მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

ადვოკატის თქმით, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში დაკავებული მამაკაცი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად შეატყობინა.

„5 გასროლის ხმა იყო… ვნახეთ 2 გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა“ – რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

„ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა, 112-ში დარეკა, უთხრა, რომ დანაშაული ჩაიდინა და პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე დაელოდა. დაკავებული გუშინ გამოიკითხა, მაგრამ დუმილის უფლება გამოიყენა, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შოკში იყო, ამის გამო საუბრის სურვილი არ ჰქონდა. ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ, დრო ჯერ არ შეუტყობინებიათ.

ასევე ნახეთ

„თვეების არის მათი შვილი და რა უნდა მომხდარიყო ამ ერთ წელში, რომ ეს დატრიალდა. მისმა მეგობრებმა დამირეკეს, ყველა ერთმანეთს ვეკითხებით და არ ვიცით რა მოხდა“

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, უცნობია, რადგან ბრალდებულს ამაზე არ უსაუბრია. საქმის მასალებს ბრალის წარდგენის შემდეგ გადმომცემენ და დანარჩენი დეტალები, მოგვიანებით იქნება ცნობილი. როგორც მითხრეს, ფხიზელ მდგომარეობაში იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

რუსთავში, 21 წლის ცოლის და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს – მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„ინგა მშრომელი გოგო და მრავალშვილიანი დედა იყო, შვილები წვა­ლე­ბით გა­ზარ­და, ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნე­თის პატ­რო­ნე­ბი იყ­ვნენ“ – რას ჰყვებიან რუსთავში მოკლულ დედა-შვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები