LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძნელია იმ აზრის შეგუება, რომ მინაწერზე, როგორ ხარ? პასუხს აღარ დამიბრუნებს.. როდესაც მის ხმას ვეღარასოდეს გავიგებ, მასზე ვეღარ ვიზრუნებ ამ სამყაროში“ – რაჭაში სტიქიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1325
დავით ბერიაშვილი

რაჭაში, სტიქიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს თუ რა ძნელია იმ რეალობასთან შეგუება, რაც 3 აგვისტოს შემდეგ უწევს.

როგორც ია მერებაშვილი წერს, დათო უფრო მეტს ზრუნავდა საყვარელ ადამიანებზე, ვიდრე თავად მოითხოვდა ზრუნვას.

„ძნელია და ვერასოდეს აღვიდგენთ იმ წონასწორობას, რომელიც მთლიან ოჯახს გვქონდა დათოს, გიას, ნათიას და ჩემი ჩათვლით. ძნელია იმ აზრის შეგუება, რომ მინაწერზე, როგორ ხარ? პასუხს აღარ დამიბრუნებს.ძნელია, როდესაც მის ხმას ვეღარასოდეს გავიგებ, მასზე ვეღარ ვიზრუნებ ამ სამყაროში. თუმცა დათო უფრო მეტს ზრუნავდა ჩვენზე, ვიდრე ჩვენგან მოითხოვდა ზრუნვას…“, – წერს ია მერებაშვილი.

ვიდეო: „რაღაც მომენტში გაგვიწყდა მიმოწერა..ოჯახის წევრებს ვაიმედებდი, რომ შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ შინაგანად რაღაც მეუბნებოდა, რომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის უნდა გამეძლო“ – შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

„მეგობრებთან ერთად მატჩის ბილეთი თითქმის ერთი წლით ადრე იყიდა.. დღეს სასტუმროს ჯავშნის გამო დარეკეს“ – რას წერს შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

 

 

ძნელია და ვერასოდეს აღვიდგენთ იმ წონასწორობას, რომელიც მთლიან ოჯახს გვქონდა დათოს, გიას, ნათიას და ჩემი ჩათვლით. ძნელია…Posted by Ia MerebaSvili on Saturday, October 7, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები