აბანოთუბანში ვერცხლის ნაკეთობების მაღაზია დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. წაღებულია 15 ათასამდე ლარის ღირებულების სამკაულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.