LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუპერმარკეტის თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა“ – ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

164
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა.

„ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები