თითქმის ყოველდღიურად, ბაზარზე ახალი ანდროიდ-მოწყობილობები ჩნდება, ამის პარალელურად კი, ძველ მოწყობილობებს ახალი ოპერაციული სისტემის განახლების საშუალება აღარ ეძლევა.
Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ სპეციალურად ასეთი ძველი მოდელებისთვის Skype-ის სპეციალურ მესენჯერს შექმნის. მისი თქმით, სიახლე ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება.
Skype-ის აღნიშნული ვერსია ნაკლები მოცულობის მეხსიერებას მოითხოვს, ამასთან დიდ სისწრაფეს უზრუნველყოფს და ძველი მოდელის სმარტფონისთვის მაღალი ხარისხის ვიდეოგამოსახულებას გვთავაზობს.