კორპორაცია Microsoft-მა გადაწყვიტა აუნაზღაუროს ზარალი Skype-ის მესენჯერის მომხმარებლებს. შეგახსენებთ, რომ 21- დან 22 სექტემბრამდე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის შედეგად, სერვისის მუშაობა მიუწვდომელი იყო.
კომპენსაციის სახით მომხმარებლებს საჩუქრად ზარებისთვის 20 წუთი გადაეცემათ. ზარების განხორციელება შესაძლებელი იქნება წერილის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში. დარეკვას კი შეძლებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.