LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skype-მა ძველი ფუნქციები დაიბრუნა

80

რამდენიმე კვირის წინ, Microsoft-მა Skype განაახლა და მას რამდენიმე ახალი ფუნქცია დაუმატა. როგორც აღმოჩნდა, სიახლეს არც ისე კარგი გამოხმაურება მოჰყვა მის მომხმარებლებში, ბევრმა მათგანმა სერვისის გამოყენებაზე უარიც კი თქვა და სხვა მესენჯერებზე გადავიდა.

სწორედ ამის გამო, Microsoft-მა მასში ძველი ფუნქციები დააბრუნა, კერძოდ კი საუბარია შემდეგ დეტალზე: კონტაქტების სიაში კვლავ შესაძლებელია კონკრეტული მომხმარებლის სტატუსის დანახვა. ამის გარდა, Microsoft-მა გააფართოვა ვიზუალური ნაწილი და Skype -ს ახალი თემები და ფერები დაუმატა. ამას გარდა, გაცილებით გამარტივებული საშუალება მომხმარებვლის წაშლისა და შეტყობინებების ფუნქციაში, კვლავ ძველ ფორმას დაუბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები