„ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზი, ადრიანა ლიმა გასულ წელს მესამე შვილის დედა გახდა. 41 წლის ლამაზმანი მშობიარობის შემდეგ მომატებულ კილოგრამებს აქტიურად ებრძოდა, თუმცა, პოდიუმზე მაინც არაერთხელ გამოჩნდა.
სულ ცოტა ხნის წინ ბრაზილიელი მოდელი „ვიქტორიას სიკრეტის“ სუნამოს სახე გახდა და საოცრად შთამბეჭდავ სარეკლამო კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა. ახლახან კი ახალი სუნამოს პრეზენტაცია ნიუ-იორკში შედგა, სადაც ლიმა თეთრი ორეულით, შარვლითა და პიჯაკით გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამი შვილი დედა, მოკლე დროში წონაში საგრძნობლადაა დაკლებული და ბრწყინვალედ გამოიყურება.
„ძველი დიდება დაიბრუნა“, „უკვე ძველი ადრიანაა“,„გასაოცარ ფორმაშია“, – წერენ კომენტარებში.
ადრიანა ლიმა „ვიქტორიას სიკრეტის“ სუნამოს სახეა – მოდელი მომაჯადოებელ ფოტოებს გვიზიარებს