LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი მარაგები უკვე იწურება – საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება

137
sacvavi

ძველი მარაგები, ფაქტობრივად, უკვე იწურება და თვის ბოლოსთვის, ანუ მას შემდეგ, რაც მივიღებთ საწვავის ახალ პარტიას, რომელიც უკვე დატვირთულია, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი გაიზრდება,- ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულასთან“ „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა საუბრობს. ის დარწმუნებულია, რომ აპრილის დასაწყისში საწვავის ფასი საქართველოში კიდევ გაიზრდება.

„საქართველოში საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი არის საერთაშორისო ფასების მკვეთრი ზრდა. ლარში თუ ვიანგარიშებთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დაახლოებით ლარ-ნახევრით გაძვირდა საწვავი საერთაშორისო ბაზრებზე. ადგილობრივ ბაზარზე ამას არ ჰქონდა მყისიერი ასახვა, თუმცა მარტის 15 რიცხვიდან აქაც დაიწყო ფასის ზრდა 10-15 თეთრით. ეს განპირობებულია იმით, რომ ძველი მარაგები ფაქტობრივად უკვე იწურება და თვის ბოლოსთვის, ანუ მას შემდეგ, რაც მივიღებთ საწვავის ახალ პარტიას, რომელიც უკვე დატვირთულია, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი გაიზრდება“, – აღნიშნა ხორავამ „ბიზნეს ფორმულასთან“.

მისივე განმარტებით, ეს არ იქნება მყისიერი ზრდა, როგორც საერთაშორისო ბაზრებს ახასიათებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g