გერმანიაში გასაყიდად Porsche 911 Series II გამოიტანეს. ავტომობილი, რომლის გარბენიც მხოლოდ 911 კილომეტრია, 135 ათას ევროდ შეაფასეს. რაც ყველაზე საინტერესოა, ანალოგიურ თანხად სულ ახალი 911 Carrera S Cabriolet-ის შეძენაცაა შესაძლებელი.
1985 წლის სპორტქარი სპეციალურად რბოლებისთვის აიგო, ამიტომ დამატებითი განახლებები მრავლად ქონდა. მოდელმა უსაფრთხოების სისტემები და მაქსიმალურად შემსუბუქებული ძარაც მიიღო.
ბაზარზე გამოტანილი ეგზემპლარი მინიმალური გარბენითაა და თან გარკვეულწილად გაუმჯობესებულიცაა.
911 Carrera-ს კაპოტის ქვეშ 3,2 ლიტრის მოცულობის „ექვსიანია“ დამონტაჟებული და მისი სიმძლავრე 231 ცხენის ძალას აღწევს. აგრეგატი მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
https://motor.ru/news/porsche-911-safari-28-10-2019.htm