ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგია.
ევროპარლამენტარი პრემიერს მიმართავს, „უცხოური აგენტების გავლენის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ.
„ძვირფასო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება „რუსულ კანონს”.
გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების სიმამაცით და მათ გვერდით დგას”. – წერს ვიოლა ფონ კრამონი.