“ბატონო რომან, თქვენს ეკონომიკურ კითხვებს ცოტა უფრო სერიოზულად ვპასუხობდი ხოლმე და ჩაცუცქული, ძველი ბიჭები და იქ პატარ-პატარა წვრილმანი რაღაცები, არასერიოზულია ეს ყველფაერი,”- ასე მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, რომან გოცირიძეს, რომელმაც კითხვა კრიმინალთან დაკავშირებით დასვა.
“თქვენ უბრალოდ უნდა აიღოთ სტატისტიკა და შეხედოთ,” – მიმართა გიორგი გახარიამ რომან გოცირიძეს, რომელმაც რეპლიკით შეაწყვეტინა, გახარიამ კი განაგრძო: “ე ბიჭო, ახლა მაცადე.”
გახარიამ გოცირიძეს მოუწოდა, სტატისტიკას ჩხედოს.
“ციფრები რომ ნახოთ, კრიმინალური მენტალიტეტის და კრიმინალურ დაჯგუფებასთან მიმართებაში 18 წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი იყო დაკავებული, ეს ერთი, მეორე – რა საკანონმდებლო ცვლილებები იყო, თქვენს მიერ, იმედი მაქვს, ხელაწეული და ხმამიცემული და გეუბნებით, რომ შემოსულია პარლამენტში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება და თქვენ რაღაცაზე მელაპარაკებით, ამაზე სერიოზული პასუხი როგორ გაგცეთ? დრო როგორ დავხარჯო აქ ამაზე, სერიოზული საზოგადოებაა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
