LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ალპინიზმის ოსკარი – „ოქროს წერაყინი“ ქართველმა მთამსვლელებმა მიიღეს

132
დადადდდდდდდდდდდ

ქართველმა მთამსვლელებმა „ოქროს წერაყინი“ ე.წ. ალპინიზმის ოსკარი (Piolets d’Or 2022) მიიღეს.

ინფორმაცია დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯილდო არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს პაკისტანში, სარაგრარის 7,300 მეტრის სიმაღლის აქამდე აუსვლელ ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე უმაღლესი სირთულის მარშრუტის დალაშქვრისთვის გადაეცათ.

ცნობილია, რომ დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, 18-20 ნოემბერს ჩატარდება.

ქართველების გამარჯვებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ ერთ-ერთ სტატუსს, სადაც მოქალაქე აღნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ ფეხბურთი და რაგბი კი არა, სპორტის სხვა სახეობებიც უნდა დავაფასოთ.

“ისეთი დილა გათენდა, ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ.

არ ვიცი საქართველოში მარტო ფეხბურთი,რაგბი და ა.შ. რატომ არის მოდაში და რატომ არ ადევნებენ თვალყურს ალპინიზმს.

იცით რა მოხდა? აი მსოფლიო თასი რომ მოგვეგო,დიახ მსოფლიო თასი ჩვენ ქართველებს.

აი ეს მსოფლიო ოქროს წერაყინი აიღეს ჩვენმა ალპინისტებმა არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა.

კიდევ ერთხელ კარგად,რომ გაიგოთ კიდევ დაგიკონკრეტებთ ჩათვალეთ ოსკარია ეს საქართველოსთვის.

წესით ახლა ყველა ეთერი ამას უნდა აშუქებდეს,წესით ყველა ქართველი კვარას ფოტოებს,რომ ვაზიარებთ მათ ფოტოებსაც დიდი სიამაყით უნდა ვაზიარებდეთ.

მსოფლიო ოქროს წერაყინი (ალპინიზმის ოსკარი) გადაეცათ არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს პაკისტანში, აქამდე აუსვლელ მწვერვალ სარაგრარზე (Saraghrar Northwest 7,300m) უმაღლესი სირთულის მარშრუტის განხორციელებისთვის.

დაჯილდოება იქნება საფრანგეთში,” – წერს ნანიკო გრიგალაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g