“არ ჩამოყალიბდა ეკლესიის კლასტერი, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირი გვყავს დაინფიცირებული”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან მრევლს დღესასწაულების წინ რეკომენდაციის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„საბედნიეროდ და დიდი მადლობა ისევ მრევლს, დიდი მადლობა საზოგადოებას, რომ ის რეკომენდაციების უმრავლესობა დღესასწაულების წინ გათვალისწინებული იქნა და ჩვენ არ გვაქვს და არ ჩამოყალიბდა ეკლესიის კლასტერი, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირი გვყავს დაინფიცირებული, მაგრამ რასაც ჩვენ კლასტერს ვეძახით, ასეთი არ ჩამოყალიბებულა”, – განაცხადა გამყრელიძემ.