LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ე.წ. გულშემატკივრები მტკნარ სიცრუეს ავრცელებენ, ცოტა ნამუსსაც მოუხმეთ“

486
giorgi-da-deda-1170x650

საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ, მანანა არჩვაძე-გაგამსახურდიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცოტნეს მდგომარეობა დამძიმდა და კლინიკა, სადაც ცოტნე წევს, არ არის ამ დაავადების მაპროფილებელი. მანანა გამსახურდია წერს იმასაც, რომ არც გახარია, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას არ აქცევს და ბლოკავს.

"ცოტნეს მდგომარეობა კრიტიკულია... ნუ დამიღუპავთ შვილს, რომლის სიცოცხლეს ებრძვიან გარკვეული პიროვნებები"

“მოგმართავთ ყველა მოქალაქეს! განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, ასაკისა და სქესისა...ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფილებელი"

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ცოტნეს ძმები გამოეხმაურნენ.

გიორგი გამსახურდიამ დედის მიერ გავრცელებული ინფორმაციას მტკნარი სიცრუე უწოდა, ხოლო კონსტანტინე გამსახურდია ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობას დადებითად აფასებს.

„გიორგი გამსახურდია “ტვიტერზე” წერს:

“ძალიან სამწუხაროა, ცოტნეს გარშემო ე.წ. გულშემატკივრები მტკნარ სიცრუეს რომ ავრცელებენ. ცოტა ნამუსსაც მოუხმეთ, კარგი იქნება…. თუ გაქვთ საერთოდ. სხვა საქმე მონახოთ ჯობია მავნებლობის ნაცვლად.”

დავამატებდი: რაც შეეხება ცოტნეს მდგომარეობას, რეაბილიტაციის პროცესი ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის. შემდეგ ეტაპად დაგეგმილია რეაბილიტაცია შესაბამის კლინიკაში. თუ რომელ ქვეყანაში გაგრძელდება ეს, ამის დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებთ“, – წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, საკუთარ სახლთან დაჭრეს. მარცხენა ლავიწისა და თავის არეშია დაჭრილი პირველი პრეზიდენტის შვილს, ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩაუტარეს პირველი ოპერაცია, მოგვიანებით კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს,სადაც ამ დრომდე იმყოფება.

“ჩეჩნურად დავემშვიდობე“: მალხაზ მაჩალიკაშვილმა თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდია მოინახულა

 

magti 5g