LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის დამ სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართა

97
Untitled design - 2021-11-15T120644.344

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან  ირინა ცააძემ, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის დამ, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართა.

მან სასამართლოში პიჯაკი, ყვავილების გვირგვინი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება მიიტანა, რომელიც მისივე თქმით, იმ ბრალდების სიმბოლოა, რასაც სააკაშვილს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედავებიან.

დღეს ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

ცააძემ ასევე სასამართლოსთან ე.წ. გალია დადგა, რომელშიც საქმის მოსამართლის ბადრი კოჭლამაზაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თეა წულუკიანის ფოტოებია გაკრული.

„ვაპროტესტებ იმას, რის გამოც ჩემ პრეზიდენტს ასამართლებენ, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო. ამ თაიგულის, ამ ტუალეტის ქაღალდის, “ფეირის” გამო ასამართლებენ. პირადად ვარ დასწრებული სასამართლოს, სადაც 3 საათი ლაპარაკობდნენ, როგორ იყიდეს “ფეირი”. ამ თაიგულს ამათ ვუტოვებ, ისინი დასამარებული არიან, ეს სასამართლო არ არის, ეს არის ქურდების დაწესებულება“, – განაცხადა ცააძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა

მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს – მოსამართლე პირადად იღებდა დავალებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამდე არ ჩაენიშნა სხდომა: ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები